product title


კომპანია ,,ჯეოსტარი’’ დაარსდა 1995 წელს და დაარსების დღიდან არის საქართველოს სადისტრიბუციო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია. ძალიან რთული წლების მიუხედავად, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარე რთულ ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდა, კომპანია წლიდან წლამდე ვითარდებოდა, იმატებდა ახალ ბრენდებს და ძლიერდებოდა. თავდაპირველად მოხდა თბილისის ათვისება, ხოლო შემდეგ კი რეგიონების. ნელ-ნელა იხვეწებოდა დისტრიბუციის, როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მაჩვენებელი.