კომპანიის კუთვნილი ტერიტორიის ცენტრში მდებარეობს ორსართულიანი შენობა, რომლის პირველ სართულზეცგანთავსებულია თაანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწყობი, რომლის საერთო ფართობიც შეადგენს 3,500 კვ.მ. (სიმაღლე 8 მეტრი). აღნიშნულ საწყობში თავისუფლად თავსდება 3,500 ცალი პალეტი (ე.წ. ევრო პალეტი). საწყობის იატაკი დაფარულია თანამედროვი ტიპის პოლიმერული საფარით, რომელიც უზრუნველყოფს მტვირთავი მანქანების იდელურად სწორ ზედაპირზე გადაადგილებას. საწყობი აღჭურვილია შიდა გამოყენების სათვალთვალო კამრებით, სახანძრო უსფრთხოების ხელსაწყოებითა და თანამედროვე ვენტილაციის სისტემით.
საწყობს გააჩნია მიღებისა და გაშვების 11 მანქანიანი ბაქანი. აღნიშნული ბაქნები გადახურულია, რათა ტვირთის მისაღება-გასაშვების პროცესი ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში წარიმართოს შეუფერხებლად. ისევე როგორც საწყობის შიდა ნაწილი, მიღება-გაშვების ბაქანებიც მოპირკეთებულია თანამედროვე ტიპის პოლიმერული საფარით
გარე გამოყენების სათვალთვალო კამერებით ხდება საწყობის გარე პერიმეტირის მუდმივი კონტროლი.