ავტოპარკი

კომპანიას საკუთრებაში გააჩნია მუდმივად განახლებადი ავტოპარკი, რომელიც აღჭურვილია 60-მდე ფოლცვაგენისა და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილებით, რომელიც განკუთვნილია სავაჭრო განყოფილებისა და ოფისის სხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის. კომპანიის კუთვნილებაა ასევე 20 ცალი მერსედესისა და ფორდ ტრანზიტის მარკის სატვირთო ავტომობილი.

თითოეული მსუბუქი თუ სატვირთო მანქანა ბრენდირებულია.

კომპანიის ავტოპარკის მანქანები აღჭურვილია "GPS" კონტროლის სისტემით, რაც საშუალებას იძლევა მუდმივად კონტროლის ქვეშ იყოს მთლიანი პარკის უსაფრთხოება და მარშრუტის მიხედვით კომპანიის ავტოტრანსპორტის გადაადგილების პროცესი.

კომპანიის ავტოპარკის ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს კომპანიის ავტოხელოსნები.